მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარლ ჰალცერი: მე დავითვალე 142 ხმა, რომელიც მხარს უჭერდა 8 მარტის საკონსტიტუციო შეთანხმებას

ევროკავშირის ელჩის ბრიფინგი

საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი"ტვიტერში“ ეხმაურება.

კარლ ჰარცელი იმედოვნებს რომ საბოლოო წარმატების მისაღწევად ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას.

"მე დავითვალე 142 ხმა, რომელიც მხარს უჭერდა 8 მარტის საკონსტიტუციო შეთანხმებას. მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს 136 ხმით, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვიმედოვნებ ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საბოლოო წარმატება იქნეს მიღწეული,"- წერს ჰარცელი.

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.