მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ მოსმენებზე - წულუკიანი ჟურნალისტს (ვიდეო)

პარლამენტის წევრი 2021

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ღამის კურიერის წამყვანი ევროკავშირის ელჩს შეადარა.

ღამის კურიერის წამყვანმა მინისტრს ჰკითხა, რატომ გაგრძელდა მოსმენები 2012 წლის შემდეგ, რაზედაც წულუკიანმა უპასუხა:

„თქვენ ახლა კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ მოსმენებზე, თითქოს ყველაფერი დადასტურდა. მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, „ზღვა მასალაში“ რომელი იყო კანონიერი მოსმენა. როგორც ვიცი, აუდიოჩანაწერი არ გავრცელებულა, აქ არის მხოლოდ ქაღალდზე გადატანილი საუბრები.

ავთენტიკურობას ვერავინ დაადასტურებს სერიოზულად თუ უნდათ რომ გამოიყურებოდეს, სანამ გამოძიება არ დასრულდება. ეს რომ იყოს აუდიოჩანაწერი, სადაც ერთმანეთის ხმას ვიცნობთ, შედარებით ადვილია საუბარი. ამ ტიპის სკრიპტი თქვენც შეგიძლიათ შეადგინოთ და მეც.

შეგახსენებთ, დღეს 22 სექტემბერს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში სუსის მოსმენების შესახებ განმარტებისთვის დაიბარეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილი იყო