მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულ ოცნებას“ შიში ვერ იხსნის მარცხისგან“ - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„ქართული ოცნება“ როგორც რეჟიმი და როგორც მოძალადე ერთობა დამარცხებულია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ის იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოს მორჩილი მოსამართლე, პროკურორი და კანონიერი ქურდები არ მართავდნენ.

„შიში ვერ იხსნის მათ პოლიტიკური მარცხისგან, ეს არის გამორიცხული. „ქართული ოცნება“ როგორც რეჟიმი უკვე დამარცხებულია. „ქართული ოცნება“ როგორც მოძალადე ერთობა არის უკვე დამარცხებული. დიახ, საქართველოს თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ მოქნეული ხანჯალი, დანა, ნაჯახი და ასე შემდეგ, რასაც იყენებს ეს ხელისუფლება და ასე მიყენებული ჭრილობა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის არის ჩემი ჭრილობა.

მე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვთამაშობ ძვირფასო მეგობრებო, ვარ ისეთი, როგორიც ვარ, გულანთებული და ალალი ადამიანი ვარ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ უნდა - ამ ქვეყანას არ მართავდეს აღარც კანონიერი ქურდი, მორჩილი მოსამართლე, მორჩილი პროკურორი და პოლიციის დაბეჩავებული სამსახურები.

ამ ბრძოლაში ათობით, ასობით და ათასობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი, მაგრამ მომავალი არა რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან.

ამ ბრძოლაში გულანთებულები ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს დავუტოვოთ იმის შანსი, რომ მათ თავისი წილი აგური დადონ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში“, - აცხადებს ნიკა მელია.

ინფორმაციისთვის, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ნიკა მელიამ მმართველი გუნდის თავმჯდომარეს არაკორექტული სიტყვებით მიმართა, რის საპასუხოდაც კობახიძემ ევროკავშირის ოფისის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებამდე მელიას განუცხადა, რომ ნაძირალაა.

ამავე თემაზე:

👉 ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

👉 ირაკლი ღარიბაშვილი: ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან

👉 „კრიმინალ ნიკა მელიას წისქვილზე დაასხამს წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება“ - მდინარაძე