მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ საუბარს ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავთ“ - ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი

„შეთანხმების გარდა, სხვა გამოსავალი კრიზისიდან გამოსვლის გზაზე არ არსებობს,“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მედიაციის ფარგლებში განიხილავს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მედიაციის ფარგლებში განიხილავს. მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ საუბარს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ჩიხლაძე ამბობს, რომ 15 მაისისთვის დაანონსებულია დიდი აქცია, ხოლო შემდეგი ნაბიჯი იქნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა ამომრჩეველთან.

„აქციები სხვადასხვა დონეზე როგორც რეგიონში, ასევე ქალაქში იქნება, უბრალოდ 15 მაისისთვის დაანონსებულია შემკვრელი დიდი აქცია. მანამდე, გარკვეული აქტივობები, აქციებიც და სხვადასხვა ღონისძიებები, რა თქმა უნდა, იქნება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

პარალელურად, მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ასევე, ჩვენი შემდეგი ნაბიჯები იქნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან. დავიწყებთ საუბარს მიმდინარე მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე.

ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გაიგოს, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლით, კოალიციური მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლით, „ქართული ოცნების“ მშვიდობიანად გაშვების შემდეგ, რას ვთავაზობთ, რა გეგმები გვაქვს და როგორ კოორდინაციაში ვიქნებით ერთმანეთთან“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გირჩი“ მმართველ გუნდთან უშუალო მოლაპარაკების პროცესის დაწყებას გეგმავს.