მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულ პოლიტიკაში დინამიკა დაბრუნდება, ნიკა მელია წელგამართულია“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მელია აბსოლუტურად წელგამართულია“.

ხუხაშვილი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში დინამიკა ბრუნდება.

ექსპერტის თქმით, ნიკა მელიას საპატიმროს დატოვების შემდეგ რამდენიმე პოლიტიკური ამოცანა ექნება შესასრულებელი.

„ქართულ პოლიტიკაში დინამიკა დაბრუნდება. ნიკა მელიას გამოსვლითანავე რამდენიმე ამოცანა ექნება გადასაწყვეტი. უმთავრესი ამოცანაა, რომ როგორმე შეინარჩუნოს ოპოზიციური ერთიანობა, რომელსაც გაუჩნდა სერიოზული საფრთხე. დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს, რომ ისიც ასე ფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ერთიანობა არა საარჩევნო სუბიექტად ფორმირების თვალსაზრისით, არამედ იმ ამოცანის ბოლომდე მისაყვანად რასაც ჰქვია რიგგარეშე არჩევნები. ნიკა მელიამ პოლიტიკური ამოცანა შეასრულა თავისი ტაქტიკური სვლებით. ერთი ამოცანა გახლდათ გარკვეული დათქმით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და მეორე - ეს მანკიერი ტექნოლოგია, რასაც ჰქვია საქმეების აღძვრა, მათი „დაკიდება“, ბოლომდე არ გამოძიება და ამით ვითარების მართვა, ხელისუფლებას ესეც გადაუჭრა.

ფაქტობრივად მისმა ამ ნაბიჯმა თავის დროზე შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, როდესაც ის მორალური დილემის წინაშე როცა დადგა მისი პირადი ინტერესი და თავისუფლება, აქაც სწორი არჩევანი გააკეთა. შესაბამისად, ის არის აბსოლუტურად წელგამართული. ახლა პოლიტიკურ პროცესში უნდა გააგრძელოს თავისი როლის შესრულება“, - განაცხადა ხუხაშვილმა „მთავარის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ამავე თემაზე:

✔️ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა

✔️ „ნიკა მელიამ გირაოს ჩარიცხვაზე არაფერი იცოდა“ - კახა ოქრიაშვილი

✔️ „შემდეგი ნაბიჯი მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება“ - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

✔️ ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ მელია შვილისთვის გირაოს გადახდაზე