მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ - 26%, „ნაციონალური მოძრაობა“ 14% - IRI-ს კვლევა

ქართული ოცნება

გამოქვეყნდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა.

კვლევის საველე სამუშაოები 2021 წლის ივნისში ჩატარდა, 2021 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე.

IRI-ს კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა.

✔️ „ქართული ოცნება“ - 26%

✔️ „ნაციონალური მოძრაობა“ - 14%

✔️ „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 9%

✔️ „ლეიბორისტული პარტია“ - 3%

✔️ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%

✔️ „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2%

✔️ „ლელო“ - 2%

✔️ „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%

✔️ „მოქალაქეები“ - 2%

✔️ „ერი “ - ლევან ვასაძე - 1%

✔️ „ხალხისთვის“ - ანა დოლიძე - 1%

✔️ „დროა“ - ელენე ხოშტარია - 1%

✔️ „გირჩი“ - 1%

ინფორმაციისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე თემაზე:

პატრიარქი 88%, კახა კალაძე 58% - IRI-ს კვლევა