მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონსენსუსის საფუძველია

ქართული ოცნება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს განცხადებით ეხმაურება

„ქართული ოცნება“ პარლამენტში შესვლასა და მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკური პროგრამის მარცხი, იკავებს ადგილებს საქართველოს პარლამენტში.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც არის პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონსენსუსის საფუძველი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 30 მაისს, გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.