მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ ყველა კოზირს ოპოზიციას გვიტოვებს თუ ჩვენც ჭკვიანურად მოვიქცევით - ვახო მეგრელიშვილი

გირჩის წევრი

„ვინ არის დამნაშავე და ვინ მტყუანი, ისევ დავბრუნდით პირველად მოცემულობასთან, როდესაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში არიან ჩათრეული და ჩვენ მუდმივად გვიწევს არჩევანი გავაკეთოთ, რომ ან ერთ ან მეორე მხარეს ვიყოთ“, - აღნიშნულის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, უმრავლესობა ყველა კოზირს ოპოზიციას უტოვებს, ამიტომ ნაადრევ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მეგრელიშვილი ოპოზიციას გაერთიანებისაკენ მოუწოდებს, რათა ერთიანი სტრატეგიით შეებრძოლონ მოწინააღმდეგეს.

„თავის დროზე, როდესაც ჩვენ მხარე არ ავირჩიეთ, რაღაცნაირად დავრჩით იზოლირებული ამ პოლიტიკური მეგობრებისგან და ახლაც მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ ვაპირებთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მივიღოთ, ისე როგორც, ზოგიერთმა ჩვენმა კოლეგამ, მაგალითად ზურა ჯაფარიძემ გამოაცხადა პარლამენტის დატოვების შესახებ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იყო ოპოზიციის ერთ-ერთი დიდი პრობლემა მთელი იმ კრიზისის დროს.

ჩვენი აზრით, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი უნდა შევიდეს პარლამენტში და ერთიანი სტრატეგიით დავუპირისპირდეთ ფაქტობრივად „ქართულ ოცნებას“. თუ რამე არის შარლ მიშელის დოკუმენტის საწინააღმდეგო, ესაა დღევანდელი „ოცნების“ პოზიცია და განცხადება, ამიტომ მათ ხომ არ უნდა დაეხმარო თავისი მიზნის მიღწევაში?

ჩემი აზრით, არ უნდა დაეხმარო და ოპოზიცია ჯერ მშვიდად უნდა დაელოდოს პარტნიორების პოზიციას იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოოდ ჩვენი პოზიციის ფორმირებაში, რომ მართლა ვიცოდეთ ეს არის „ქართული ოცნების“ თვითშემოქმედება, თუ ეს არის რაღაც გაგებით შეთანხმებული პოზიცია პარტნიორებთან და პრეტენზიები „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ადგილობრივ არჩევნებამდე მივალთ თუ არ მივალთ, ზოგადად როგორ მივალთ, საერთოდ ჩამოუყალიბებელია დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი. ძალიან არ მინდა, რომ რამე მოვლენებს გავასწრო. მგონია, რომ „ქართული ოცნება“ იდეაში ყველა კოზირს ოპოზიციას გვიტოვებს, თუ ჩვენც ჭკვიანურად მოვიქცევით. იმიტომ რომ მათი დღევანდელი განცხადება ყველა კომპონენტში ჩემი აზრით,შეცდომა იყო“, - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება უკვე ნებისმიერი შეთანხმების ფორმატის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანია“ - ალეკო ელისაშვილი

📣„ვტოვებ პარლამენტს - არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება“ - ზურაბ ჯაფარიძე

📣ლევან იოსელიანი: „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებაზე უარი ცალმხრივად თქვა, ამის გაკეთების საშუალება „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელმა მისცათ