პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება ჩემს განცხადებას, რომ თანხმობას ვაცხადებ ამნისტიაზე“ - ნიკა მელია

ნიკა მელია
1622035822
დაკოპირებულია

„ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება ჩემგან განცხადებას, რომ თანხმობას ვაცხადებ ამნისტიაზე, მივმართავ კობახიძეს, ნუ ნერვიულობს და მშვიდად მიიღოს სასურველი გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

იგი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მოუწოდებს ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი მიიღოს.

„აქედან ვეუბნები კობახიძეს, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს. ხელი არ აუკანკალდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მას სურს. მესმის რომ მას ოპოზიციის ეშინია, მესმის, რომ მას სიამოვნებას არ ანიჭებს ის, რომ მე მომეცა შესაძლებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან აქტიურად და მჭიდროდ ვიყო ამომრჩეველთან ურთიერთობაში და ველზე ვაკეთებდე პოლიტიკას, მაგრამ მას მოუწევს ამის ატანა, მოუწევს ვიდრე ხელისუფლებაშია და მერე, როცა ოპოზიციაში გადმოვა, თუ აქვს თავი, რომ გაიტანოს ის ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც სურს, აბა გაიტანოს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული, რომელთაგან ერთი „ქართული ოცნების“, ერთი კი ოპოზიციის მიერ არის მომზადებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს - ოპოზიცია „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან მიმართებით იმის რევიზიას ახდენს, რასაც ხელი მოაწერა და ახლა პასუხისმგებლობის აღებისგან გაქცევას ცდილობს

👉 „ამნისტია არის ძალიან სათუთი საკითხი, რომელსაც სიღრმისეული გაანალიზება სჭირდება“ - გიორგი ვაშაძე

👉 „თუ ამნისტია ნიკა მელიას უნდა შეეხოს, რომელსაც ყველაზე მძიმე მუხლი აქვს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“ - გომელაური

ქართველი ჩოგბურთელი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩ...

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინდიან უელსის მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა - ერთადერთი სეტი. ქართველი ჩოგბურთელი 1000-იანი მასტერის ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში, 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.

1634537371

ეპიდემიოლოგებმა ოთარ ჩოკოშვილმა და ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრეს.

1634539856

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 385 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევა.

1634539323

Brent-ის ტიპის ნავთობი თითქმის 1%-ით გაძვირდა და რეკორდულ 86 დოლარს მიაღწია ერთ ბარელში. ეს ყველაზე მაღალი ფასია 2021 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ლონდონის ICE-ს ბირჟაზე ჩატარებული ვაჭრობა მიუთითებს. ინფორმაციას cnbc.com ავრცელებს.

1634539149

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ოქტომბერს გვიან საღამოდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

1634538437
პარტია „ქართულმა
ოცნების“ საარჩევნო სიის
ოცეულის მონაწილე

გიორგი ხელაშვილი: აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხა...

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

18 ოქტომბერს თბილისის რვა რაიონში ელექტრ...

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 18 ოქტომბერს, თბილისის რვა რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

გიგი უგულავა: უსამართლოდ დამაჯარიმეს, გა...

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, უსამართლოდ დააჯარიმეს, რადგან იზოლაციიდან გამოსვლამდე კოვიდტესტი გაიკეთა, რომელმაც აჩვენა, რომ გამოჯანმრთელებული იყო.

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.