მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება ჩემს განცხადებას, რომ თანხმობას ვაცხადებ ამნისტიაზე“ - ნიკა მელია

ნიკა მელია

„ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება ჩემგან განცხადებას, რომ თანხმობას ვაცხადებ ამნისტიაზე, მივმართავ კობახიძეს, ნუ ნერვიულობს და მშვიდად მიიღოს სასურველი გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

იგი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მოუწოდებს ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი მიიღოს.

„აქედან ვეუბნები კობახიძეს, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს. ხელი არ აუკანკალდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მას სურს. მესმის რომ მას ოპოზიციის ეშინია, მესმის, რომ მას სიამოვნებას არ ანიჭებს ის, რომ მე მომეცა შესაძლებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან აქტიურად და მჭიდროდ ვიყო ამომრჩეველთან ურთიერთობაში და ველზე ვაკეთებდე პოლიტიკას, მაგრამ მას მოუწევს ამის ატანა, მოუწევს ვიდრე ხელისუფლებაშია და მერე, როცა ოპოზიციაში გადმოვა, თუ აქვს თავი, რომ გაიტანოს ის ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც სურს, აბა გაიტანოს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული, რომელთაგან ერთი „ქართული ოცნების“, ერთი კი ოპოზიციის მიერ არის მომზადებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს - ოპოზიცია „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან მიმართებით იმის რევიზიას ახდენს, რასაც ხელი მოაწერა და ახლა პასუხისმგებლობის აღებისგან გაქცევას ცდილობს

👉 „ამნისტია არის ძალიან სათუთი საკითხი, რომელსაც სიღრმისეული გაანალიზება სჭირდება“ - გიორგი ვაშაძე

👉 „თუ ამნისტია ნიკა მელიას უნდა შეეხოს, რომელსაც ყველაზე მძიმე მუხლი აქვს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“ - გომელაური