მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრორუსული არ არის“ - ვაშაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე

„იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ხელისუფლება იმართება მოსკოვიდან არა“, - ასე უპასუხა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ არის თუ არა „ქართული ოცნება“ პრორუსული ხელისუფლება.

„იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ხელისუფლება იმართება მოსკოვიდან არა, იმ თვალსაზრისით, რომ 9 წარუმატებელი წელიწადი, რომელიც ეს ხელისუფლება არის ხელისუფლებაში, ფაქტობრივად ემსახურება რუსეთის ინტერესებს“, - აცხადებს ვაშაძე.

ამასთან, კითხვაზე კონკრეტულ სიტუაციაში გადაუდგამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ისეთი ნაბიჯები, სადაც მან რუსეთის ინტერესები გაატარა, ვაშაძე აცხადებს, რომ არა.

„არა. ერთადერთი ისიც არ ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ ეს როგორ ან რატომ მოხდა. ეს ანაკლია არის. რუსეთის მთავარი მიზანი ჩვენთან მიმართებით. რა არის? დღეს რომ აქ, სტუდიაში სიმართლის აცრა გაკეთებული კრემლის ერთ-ერთი წამყვანი სტრატეგიული პოლიტიკის დამგეგმავი დავსვათ ის გეტყვით: არავითარი ევროკავშირი, არავითარი ნატო, საქართველოს თავისუფალ ნაწილში განლაგებული თუნდაც 1 სამხედრო ბაზა და მონაწილეობა და ვეტოს უფლება ყველა იმ პროექტში, რომელიც ენერგომატარებლების გატარებას გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის გავლით. არცერთი“, - აღნიშნა ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴„პარლამენტი ძველ გზას თუ დაუბრუნდება, დავტოვებ, მეუღლის გარდა ჯვარი არავისზე მაქვს დაწერილი“ - ვაშაძე