პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი შშმ პირების მშობელთა კავშირს ეწვია

ბევრ კარგ საქმეს
გავაკეთებთ და  ერთად
აუცილებლად გავიმარჯვებთ
1632410710
დაკოპირებულია

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ წნორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობელთა კავშირს ესტუმრა.

მერობის კანდიდატი ბენეფიციარების და მშობლების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობელთა კავშირი 2018 წელს „კოალიცია მოძრაობა ცვლილებების ფარგლებში“ დაფუძნდა, რომელიც მუნიციპალიტეტში შემავალი ამ კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფის პრობლემებსა და ინტეგრაციაზე მუშაობს.

აღნიშნული ორგანიზაცია ატარებს როგორც საინფორმაციო კამპანიებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ, ასევე, ტრენინგებს სკოლის მასწავლებლებისთვის და საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ამ ჯგუფთან მუშაობის კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით.

„მუნიციპალიტეტი თანაბრად უნდა ზრუნავდეს ყველა მოქალაქეზე. რაც შეეხება ასეთ მოწყვლად ჯგუფებს, ჩვენი სამომავლო გეგმაა, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მუნიციპალური სერვისები გახდეს უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი,“ - აღნიშნა სიღნაღის მერობის კანდიდატმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.