მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის კანონპროექტი დაარეგისტრირა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე

ამნისტიასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. თუმცა იქნება კანონპროექტის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს.

„ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონი, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან ავირიდოთ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობასა და პოლიციელებზე ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხების გადაჭარბებული პოლიტიზება ​, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ამნისტია გავრცელდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასა და სასჯელისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; ასევე, ეს შეეხება როგორც დანაშაულის მომზადებას, ასევე მცდელობას; შეეხება ასევე პირობით მსჯავრს. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით თუ ვისზე შეიძლება არ გავრცელდეს (ამნისტია). ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად დავაახლოვეთ პოზიცია.

კონვენციური დათქმა, რომელიც გულისხმობს, რომ არ შეიძლება გავავრცელოთ ამნისტია წამებაზე, წამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ასევე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაზე - ეს პუნქტიც არის ჩადებული ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში. ასევე, ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - პირი, რომელსაც არ სურს ისარგებლოს ამნისტიით, მას სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება ექნება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ , პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა გაიმართა.

შეთანხმების მიხედვით, ხელმოწერიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.

იხილეთ აგრეთვე:

🔵ამნისტიის პუნქტი შეგვეშალა - რურუა მიშელის დოკუმენტზე

🔵„ამნისტია უნდა შეეხოს მათ, ვის მიმართაც გამოძიება დაწყებულია ან მომავალში დაიწყება“- ირაკლი კობახიძე