მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს 19 აპრილის ხელშეკრულებას“ - ევროპარლამენტარი საქართველოში ჩამოდის

ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საკუთარ Twitter-ის გვერდზე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლითაც 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს.

ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ამჟამად კიევში იმყოფება და საქართველოში მიემგზავრება.

„საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ეს ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს. „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირთან დადებულ 19 აპრილის შეთანხმებაზე აუქმებს საკუთარ ხელმოწერას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება ხედვა 2020 წლის შემდგომი აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგთან დაკავშირებით“, - წერს ევროპარლამენტარი.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარი აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობასაც“ და ამბობს, რომ ორივე პარტია „საშინელ პოლიტიკურ თამაშს“ აწარმოებს.

„სამართლიანობისთვის: ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც კი სცადა ხელი მოეწერა ევროკავშირთან შეთანხმებაზე. ორივე პოლიტიკური პარტია საშინელ პოლიტიკურ თამაშს აწარმოებს საკუთარ მოქალაქეებზე“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ევროკავშირის წევრობა ქართველთა 80 %-ზე მეტის მტკიცე სურვილია“ - ვიოლა ფონ კრამონი

✅„ქართული ოცნება“ ყველა კოზირს ოპოზიციას გვიტოვებს თუ ჩვენც ჭკვიანურად მოვიქცევით - ვახო მეგრელიშვილი

✅„არ გამოვრიცხავ, ევროკავშირმა ყველანაირი დახმარება შეგვიჩეროს“ - კახა გოგოლაშვილი მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე