მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი მეზობლები არიან, ეს არის ჩვენი ბედი“ - პრემიერი ილჰამ ალიევს

„ბედმა განსაზღვრა და ჩვენ გაგვიმართლა, რომ მეზობლები ვართ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია, ბაქოში კიდევ ერთხელ ყოფნა.

შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისში მოიწვია.

„დიდი პატივია ბაქოში კიდევ ერთხელ შეხვედრა. კორონავირუსის ინფექციის გამო ჩვენ ვიზიტის გადადება მოგვიწია. მაგრამ მოხარული ვარ, რომ დღეს ბაქოში ვარ.

ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ეს საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. მინდა გავიმეორო ის, რაც მამათქვენმა ერთხელ თქვა თბილისში - ბედმა განსაზღვრა და ჩვენ გაგვიმართლა, რომ მეზობლები ვართ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი მეზობლები არიან. ეს არის ჩვენი ბედი.

ჩვენ გვსურს განვაგრძოთ კიდევ უფრო მეტი პროექტი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს და ძმობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბაქოში, ჩემი დელეგაციის მიღებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწვიოთ თბილისში თქვენთვის მოსახერხებელ დროს!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა მრავალწლიან, კეთილმეზობლობასა და მეგობრობის ისტორიას ემყარება“