მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კელი დეგნანი: მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს

აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პროცესს დროებით შეაჩერებს.

„ვნახე ეუთო/ოდირის დასკვნა, თუმცა მისი სიღრმისეული გაცნობის საშუალება არ მქონია. ვიდრე მოსამართლეების პროცესი წავა წინ, დანიშვნები უნდა შეჩერდეს. ამაზე 19 აპრილის შეთანხმებაშიც იყო საუბარი. მოსამართლეთა პროცესი უნდა დაპაუზებულიყო.

იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ამას გააკეთებს. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ეს პროცესი დაპაუზდება. ქართველებს უნდა ჰქონდეთ მოსამართლეების განაჩენის ნდობა,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ინფორმაციისთვის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მონიტორინგის მესამე ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა.