მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კელი დეგნანი: რუსეთში უპასუხისმგებლო ადამიანები თავს ესხმიან საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიას

აშშ-ის ელჩი საქართველოში, 2020

"ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის",- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც დღეს სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

მისი თქმით, საქართველო კორონავირუსს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალითა და მთავრობის სწორი გადაწყვეტილებებით ეფექტურად ებრძვის.

"ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ",- აღნიშნა დიპლომატმა.