მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხალხს ჯობია უთხრა მწარე სიმართლე და არ დაჰპირდე ის, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ“ - გიორგი გახარია

გიორგი გახარია

„მთავარი მიზანი დღეს არის, რომ ამ არჩევნებით შევძლოთ, ჯერ ადგილობრივი ხელისუფლება გავაძლიეროთ და შემდგომ უკვე დიდი არჩევნებით სახელმწიფოც გავაძლიეროთ, თორემ ეს ქაოსი, რაც ხდება, ეს ამდენი ჭორაობა, ეს ამდენი ძალადობა, ეს ერთმანეთის ლანძღვა-გინება საბოლოო ჯამში თუ არ დასრულდა, უბრალოდ წინ ვერ წავალთ“, - აღნიშნულის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან გუნდის დაკომპლექტების პრინციპზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ადამიანები უნდა აკმაყოფილებდნენ ღირსების, კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებს.

„ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანიაში უნდა შევიდეთ, მაგრამ რამდენიმე ძირითადი პრინციპია, რომელსაც უნდა მივყვეთ.

პირველი - რა თქმა უნდა, ღირსება არ უნდა დაგვავიწყდეს. ახლა რაც ხდება, იმისთვის რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ საკრებულოში ადგილები და მერი გაიყვანოს, საერთოდ დავიწყებულია სინდისი, ღირსება - საერთოდ ყველაფერი.

მეორე - კეთილსინდისიერი ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ კეთილსინდისიერი ხალხი. და მესამე - პროფესიონალიზმი. არც კეთილსინდისიერება არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანი პროფესიონალი არაა და არც მისი პროფესიონალიზმი არ გვჭირდება, თუ კეთილსინდისიერებასთან პრობლემები აქვს. მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აი უღირსობა არის ყველაზე მძიმე დანაშაული.

კიდევ ერთი პრინციპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც ჩვენთან ერთად იქნებით და ხალხთან მოგიწევთ ურთიერთობა - ადამიანები არ მოატყუოთ! ჯობია უთხრა მწარე სიმართლე და არ დაჰპირდე ის, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ. ერთი კი არა, ასი ხმის გულისთვის ნათქვამი ერთი ტყუილი ზუსტად ერთ წელიწადში შემოგიბრუნდება უკან და ამიტომ ასეთი რაღაცები არ არის გასაკეთებელი. ეს მიუღებელია უბრალოდ“, - აღნიშნა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი წარმომადგენლების შერჩევა ადგილობრივების გადასაწყვეტია და ის ამაში არ ჩაერევა.

„უნდა დასხდეთ, გადაწყვიტოთ და ისე უნდა გააკეთოთ, რომ ხვალ ქუჩაში გამოსვლა არ შეგვრცხვეს არავის - არც თქვენ და არც მე და იქ მერე შეცდომა დაუშვით და ვიღაცას ხელისუფლებაში რომ მოვა, საკრებულოში იქნება თუ მერიაში რაღაც რომ შეეშლება, იმის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს, რომ ვუთხრათ - გაიწიე გვერდზე, იმიტომ რომ თავსაც ირცხვენ და ჩვენც გვარცხვენ - ეს არის ძირითადი პრინციპები და ამას უნდა მივყვეთ თითოეული ჩვენგანი.

ჩათვალეთ რომ ეს კარი გაიღო 1 კვირა გაქვთ რომ თქვენ ყველა ერთად შეჯერდეთ მაჟორიტარების და მერობის კანდიდატების სიაზე. ამის შემდეგ ვიწყებთ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის გარეშე, ლანძღვის, გინების გარეშე , ღირსებით.

ახლა აქ რაც ხდება ერთი ერთს აგინებს, მეორე მეორეს აგინებს - რაღაც სასწაულებს ეძახიან ერთმანეთს, ისეთ რაღაცებს კადრულობენ გაუგონარს. ამას ჩვენთან არანაირი კავშირია არ უნდა ჰქონდეს რაც არ უნდა იკადრონ“,- მიმართა მხარდამჭერებს გახარიამ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ეს ქაოსი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და არავინ ამას არ დაასრულებს ჩვენს გარდა“ - გიორგი გახარია

✅„სიმართლე ეს არის“ - გიორგი გახარიას მიმართვა (ვიდეო)

✅„თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ის დაკავებული იქნება“ - გიორგი გახარია