მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხატია დეკანოიძე: ISFED კარუსელითა და მოსყიდვით მოპოვებულ ხმებს არ ითვლის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე - Pia.ge

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

მისი თქმით, ორგანიზაციის შედეგები ხალხის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას რეალურად ვერ ასახავს.

„სამართლიანი არჩევნები“ ითვლის მხოლოდ ოქმებს. იმ უბნებზეც კი, სადაც იმყოფებოდნენ და დათვალეს, 8%-იანი ცდომილება, რომელიც საერთო შედეგზე დაახლოებით 4,1%-იან გავლენას ახდენს.

ასევე, ISFED-ის პარალელური დათვლა იმ ხმებს არ ითვლის, რომელიც კარუსელის ან მოსყიდვის, ადამიანების დაშინების გზით და ყველა იმ უკანონობით არის მოპოვებული, რომელიც, რა თქმა უნდა, იყო არჩევნებზე“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, 11 დეკემბერს, ISFED-მ განაცხადა, რომ ხმების დათვლისას დაფიქსირებული სხვაობა არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ISFED 2020 წლის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს

👉 ელისაშვილი: ISFED-ის საარჩევნო შედეგებმა ძალიან დაასუსტა ოპოზიცია, ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა

👉 „მანდატების რაოდენობის მიუხედავად, მრავალფეროვანი პარლამენტი გვაქვს“ - კალაძე ISFED-ის შედეგებზე