მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხატია დეკანოიძე: ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენს

ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს, სავარაუდოდ, 23 ივლისს წარადგენს.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის კანდიდატად დასახელებასთან.

„ნიკა მელია ამწუთას ყველაზე ახლოს არის იმასთან, რომ იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი. თუმცა, კვირის ბოლომდე ნებისმიერი კონტური უკვე უნდა გამოიკვეთოს.

კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან და ეს არის უკვე საბოლოო დღეები. პარასკევს საბოლოოდ, ალბათ უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.