მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელისუფლება ვერ ხვდება პოლიტიკური ნიშნით დევნა როგორ ანგრევს სახელმწიფო მმართველობის სისტემას“ - ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ნათია მეზვრიშვილი საქპატენტის ხელმძღვანელის მინდია დავითაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოსამსახურეთა დევნას.

მეზვრიშვილის თქმით, „თანამდებობიდან გაათავისუფლეს დამოუკიდებელი უწყების - საქპატენტის ხელმძღვანელი, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრძანება მივლინებაში დააწიეს“.

მეზვრიშვილი ამბობს, რომ მინდია დავითაძე გაათავისუფლეს მხოლოდ იმიტომ რომ გიორგი გახარიამ დანიშნა თანამდებობაზე.

„სამწუხაროდ, ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოსამსახურეთა დევნას.

გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს დამოუკიდებელი უწყების - საქპატენტის ხელმძღვანელი, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრძანება მივლინებაში დააწიეს. გაათავისუფლეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თანამდებობაზე გახარიამ დანიშნა.

ეს ის საჯარო მოსამსახურეა, რომელსაც არავინ ვიცნობდით, სამსახურში გასაუბრებით, მისი პროფესიონალიზმის და უნარების გამო მოხვდა. ამ ადამიანმა შეძლო უმოკლეს დროში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების ხარისხის კონტროლის მექანიზმის აწყობა და საქპატენტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უწყებად გარდაქმნა.

რა თქმა უნდა მსგავსი კეთილსინდისიერი მოსამსახურეები თავის გზას აუცილებლად იპოვიან და სახელმწიფოს სამსახურს გააგრძელებენ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ვერ ხვდება პოლიტიკური ნიშნით დევნა როგორ ანგრევს და ასუსტებს სახელმწიფო მმართველობის სისტემას“, - წერს Facebook-ის პირად გვერდზე ნათია მეზვრიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ნათია მეზვრიშვილი: ჩვენთვის მიუღებელია რადიკალური დღის წესრიგი

✔️ „არასდროს არავის პროექტი ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები“ - გახარია

✔️ ნათია მეზვრიშვილი: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი რეფორმის ფუნდამენტურ ხასიათზე უნდა გაკეთდეს