მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხვალ ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხიც განიხილება

უკრაინული მედია საქართველოსა და ნატოზე

14 ივნისს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართება.

როგორც ცნობილია, განსახილველი თემა საქართველოც იქნება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის დავით ზალკალიანის თქმით, სამიტი განსხვავებული ფორმატით ტარდება და ეს არ არის სრულმასშტაბიანი.

„საქართველოს თემატიკა აქტიურად განიხილება, ის არის შეტანილი დღის წესრიგში, რომლის სათაურიც გახლავთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დღის წესრიგი. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველო განიხილება სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან ერთობლიობაში, რაც არის საერთო ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.