მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოალიციას არავისთან არ ვაპირებთ“ - ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი

ანა ბუჩუკურის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას არავისთან აპირებს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე პოლიტიკური ძალის მიზანი ძალთა დაბალანსებაა.

„პირველ რიგში, კოალიციას არავისთან არ ვაპირებთ. ჩვენი ამოსავალი წერტილი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ, იქნება ძალთა დაბალანსება. ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი იქნება ძალთა დაბალანსება, რის გამოც ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა ხმა“, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, 4 თვის შექმნილმა პარტიამ მოახერხა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში წარმომადგენელი ეყოლება, რაც გუნდისთვის კარგი შედეგია.

ანა ბუჩუკურმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ამომრჩეველს მეორე ტურში რომელიმე კანდიდატისთვის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს და ეს საკითხი თავად მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ითანამშრომლებს იმისთვის, რომ თბილისის ან სხვა მუნიციპალიტეტების მთავრობა მრავალპარტიული იყოს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი, მე მათ არ ვეტყვი, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში“- გიორგი გახარია

ვის დაუჭერს მხარს მეორე ტურში ანა დოლიძე?

„იმის მაგივრად, რომ მელია სააკაშვილის გვერდით იჯდეს, დღეს აქციებს აწყობს“ - გახარია

„ლელო“ მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს დაუჭერს