მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: საარჩევნო მოდელზე პროექტის მიღების რესურსი გვაქვს

ქართული ოცნების წევრი, 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დამოუკიდებელ დეპუტატებთან და დამატებით ორ ფრაქციასთან ერთად რესურსი აქვს, რომ ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მიიღოს.

"ძალიან სამწუხაროა, კახა ოქრიაშვილის განცხადება. ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ იქნება ყველა სხვა პარლამენტარების მხარდაჭერა მათ შორის, ოპოზიციიდან გარდა, იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც აგრძელებენ სპეკულაციებს, ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან და დამატებით, ორ ფრაქციასთან ერთად, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. ამისთვის საკმარისია ხმების რაოდენობა. რეზერვში რჩება რამდენიმე ხმაც კი. თუ ყველა მათგანი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას ამ შემთხვევაში, ეს ცვლილება აუცილებლად დამტკიცდება. ჩვენ გვაქვს ამ ოპტიმიზმის საფუძველი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

პარლამენტი აღნიშნული ინიციატივის განხილვის დაწყებას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გეგმავს.