მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოვუწოდებ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - კობახიძე ირაკლი

„მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილესთავი შეიკავონ კანონსაწინაარმდეგო მოქმედებებისგან.

შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოვუწოდებ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი ითქვა დანარჩენი კი სამართალდამცველების საქმეა.

ცენტრალური სააერჩევნო კომისიის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის სიტუაცია მწვავდება, შესაბამისად მათ დასაშლელად გამოყენებულია წყლის ჭავლი.

📌 ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რის საშუალებას სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მათ წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 მელია: აქ ვართ და არავინ არ მივდივართ, ბრძოლა ბოლომდე

👉 აქციაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა