მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კობახიძეც კურდღელია, გახარიაც და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე?“ - ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ერთიც კურდღელია, მეორეც და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე?“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერის მიერ ერთმანეთის მიმართ გამოთქმულ შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებები არა მხოლოდ ირონიულია, არამედ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს შეურაცხყოფასაც აყენებს.

„ერთი ფრთა ებრძვის მეორეს და რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ერთმანეთი განსაკუთრებულად მძიმე ლექსიკით შეამკონ. მათთვის ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე? სიმართლე გითხრათ, ნაკლებად გვაინტერესებს.

მთავარი ამოცანაა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მივიდეთ ძლიერად. ბატონი კობახიძის განცხადებები ხშირად არის კარიკატურის შინაარსის და მისი განცხადებების ანატომია არა მხოლოდ ირონიაა, არამედ შეურაცხყოფაც თუნდაც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.