მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონსტიტუციონალისტი:მესამე მოსმენისას პროექტის ჩავარდნა ნიშნავს, რომ ის საბოლოოდ ჩავარდა

პარლამენტის სასესიო დარბაზი

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტის დამტკიცებისთვის მესამე მოსმენა გადამწყვეტი იქნება. კონსტიტუციონალისტის თქმით, მეორე მოსმენისგან განსხვავებით, მესამე მოსმენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში მისი ხელახლა კენჭისყრაზე გასვლა ვეღარ მოხდება.

ხმალაძე მიიჩნევს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს და მესამე მოსმენაში მონაწილეობა ყველ მხარემ უნდა მიიღოს.

„მესამე მოსმენით საარჩევნო მოდელის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შანსი ისეთივეა, როგორიც დღეს იყო. მესამე მოსმენისას პროექტის ჩავარდნა ნიშნავს, რომ საბოლოოდ ჩავარდა და კენჭის ყრას აღარ ექვემდებარება. ამიტომ მესამე მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. არ უნდა შეიქმნას მისი ჩავარდნის რისკი. მესამე მოსმენით თუ პროექტი ჩავარდება, იქნება ძალიან დიდი სკანდალი და ამასთან მაღალი ალბათობით არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება“, - განაცხადა ხმალაძემ PIA.GE-სთან საუბრისას.

ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.