მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კრიმინალ ნიკა მელიას წისქვილზე დაასხამს წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება“ - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Pia.ge 2021

„კრიმინალი მელიას წისქვილზე დაასხამს წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეების დაპირისპირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პროვოკატორი, კრიმინალი მელიას წისქვილზე დაასხამს წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება. მივმართავ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ასეთი მძაფრი რეაქცია აქვს მათ პროვოკაციებზე, რომ სასწრაფოდ დაიშალონ. არ მივცემთ პროვოკატორებს, რომ რაღაც კიდევ არეულობის და ქაოსის ფონი შექმნან“, - განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტმა დმანისში თავი თვითონ დაიჭრა.

მამუკა მდინარაძის თქმით, მელიას განცხადება ბინძური ტყუილია და არავის უთქვამს, რომ აქტივისტმა თვითონ დაიჭრა თავი.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, არავის უთქვამს, რომ თვითონ დაიჭრა თავი. ამ ბინძური ტყუილით ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას და ამ პროვოკაციის გამართლებას ნიკა მელია.

პირიქით, გუშინ ვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში და შეგიძლიათ კადრები ნახოთ, სადაც ვამბობ, რომ ძალიან მძიმედ და ძალიან ძვირად დაუჯდება „ნაცმოძრაობას“ თუ მართლაც აღმოჩნდება, რომ ისინი პროვოკაციას აწყობდნენ და ეს მიმართული იყო ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ“, - აცხადებს მდინარაძე.

ამავე თემაზე:

🔴 ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

🔴 „მამა ღმერთი არ ჩამოვა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად - როგორ არავინ არ მოგწონთ?“ - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)