მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრისტიან დანიელსონი პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი კრისტიან დანიელსონს შეხვდა

ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი 29 მარტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, პრემიერთან შეხვედრა 09:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილთან გამართავს შეხვედრას.

ამავე დღეს დაგეგმილია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მედიატორის როლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობისა და გამოსავლის პოვნისთვის მზაობას ელოდება.

იგი უკვე შეხვდა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კომპრომისის მიღწევაზე პასუხისმგებლობა ქართველ პოლიტიკოსებს ეკისრებათ და მათ იციან რა უნდა გააკეთონ“ - დანიელსონი

კრისტიან დანიელსონი: ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობას ველოდები

„ველოდები, რომ დანიელსონს ექნება ახალი გეგმა“- ვახო მეგრელიშვილი