მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა, ვინც კანონი დაარღვია, უმკაცრესად დაისჯება“ - შს მინისტრი დმანისში დაპირისპირებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში ჩავიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი მკაცრად დაისჯება.

მისი თქმით, სახელმწიფო ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებას არ დაუშვებს.

„პირველ რიგში ძალიან სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა, შერხლა-შემოხლა და დაპირისპირება. გუშინვე დავიწყეთ ამაზე გამოძიება. მინდა, ვთქვა, რომ ყველა, ვინც კანონი დაარღვია, უმკაცრესად დაისჯება.

ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ეთნიკურად აზერბაიჯანელები, რომლებიც აქ ცხოვრობენ საუკუნეებია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები არიან და ამას არ დავუშვებთ. ეს თემა ეთნიკურ დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც მან განმარტა, დაწყებულია გამოძიება, თუმცა ვინმეს დაკავებას ამ დროისთვის ვერ დაადასტურებს.

„გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს გამოკითხვა და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამ დროისთვის დმანისის პოლიციის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველები მოსახლეობაში დაპირისპირების განმუხტვის გზებზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირებაა, სადაც მეორე დღეა ადგილი აქვს ძალადობრივი ინციდენტებს.

დაპირისპირება ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ნისიას ეხებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

დაპირისპირება დმანისში - უახლესი ამბები

„ეს არა პოლიციის, არამედ პოლიტიკოსების თემა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“ - პაატა ზაქარეიშვილის დმანისის მოვლენებზე

„ვითარება განმუხტულია, დამშვიდდით, დაწყნარდით“- ლაშა გოგნიაშვილი დმანისში მიმდინარე მოვლენების შესახებ