მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი - ის აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ ამ ქვეყანაში - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი - ის აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილის პოლიციისადმი მიმართვის შესახებ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ არის საინტერესო, რას იტყვის და ვის მიმართავს მიხეილ სააკაშვილი.

„სააკაშვილის - ამ ნარკომანი, არასერიოზული კაცის მოწოდებებს თუ დააკვირდებით, ნებისმიერი დამწყები პოლიციელი ამოიცნობს, რომ იყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ. არ არის საინტერესო, ეს არასერიოზული კაცი რას იტყვის, ვის მიმართავს და მორიგ ტყუილებს და პროპაგანდისტულ გზავნილებს ვის გაუგზავნის. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი. ის აქ ვერ ჩამოვა. თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.