მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც, რომ არ დაზიანდეს შეთანხმება“ - ლევან იოსელიანი 

არ უნდა დავარღვიოთ შეთანხმება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე ყველას მოუწოდა მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამნისტიის კანონს და ყველამ დათმოს რაღაც იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში არ დაზიანდეს მთლიანად ეს შეთანხმება.

„ჩემი აზრით მთავარი გზავნილი, რაც მოვისმინეთ ევროპელი მეგობრებისგან არის ის, რომ ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან როგორ შედგება და განხორციელდება ის შეთანხმება, რომელსაც მოეწერა ხელი.

ძალიან ცალსახად ითქვა, რომ შეთანხმება ეს არის საქმის ნახევარი, მეორე ნახევარი არის მისი იმპლემენტაცია და იმდაგვარად ასახვა: ცხოვრებაში, კანონმდებლობაში, რომ რეალური შედეგები მოიტანოს. რეალური შედეგები მოიტანოს - სასამართლოს დამოუკიდებლობის, საარჩევნო რეფორმის, პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერების კუთხით და ყველა იმ პუნქტზე, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ყველამ უნდა დათმოს რაღაც, რომ არ დაზიანდეს შეთანხმება.

„მიმაჩნია რომ ამნისტიის ეს 2 კანონი, რომელიც არის დაინიცირებული და რომელიც დღეს გამოდის პირველი მოსმენით, უნდა შევძლოთ ვაქციოთ 1 დოკუმენტად და ამ ერთ დოკუმენტზე უნდა შევთანხმდეთ, თუ ვაპირებთ ამ კანონის მიღებას. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ არ დავიწყოთ ამ შეთანხმების შესრულება უკვე დარღვევით.

მე ვთლი, რომ თუ ჩვენ არ წავალთ ამ გზით, მაშინ დავიწყებთ შეთანხმების შესრულებას უკვე დარღვევით და ამ დარღვევას მოჰყვება სხვა პუნქტების დარღვევა. საბოლოო ჯამში 6 თვიანი წვალება მედიაცია და ჩართულობა ჩაიყრება წყალში“ - აღნიშნავს იოსელიანი.

შეგახსენებთ, რომ დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკების მიღწევის მიზნით, ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.]

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შეთანხმება გულისხმობს პირველივე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილის დასწრებას, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა“

👉 „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

👉 კახა კალაძე: საქართველოს მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით დასრულდა პოლიტიკური კრიზისის ეტაპი