მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველანაირ ფსკერზეა დაშვებული“ - კობახიძე გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს კაცი ყველანაირ ფსკერზეა დაშვებული“.

კობახიძის თქმით, „როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ“.

„როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ჩემი იმედები ვერ გაამართლა ივანიშვილმა, არ ვიცი ეს რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველანაირ ფსკერზეა ეს კაცი დაშვებული. ეს არის ერთი მორალური ფსკერი და გარდა ამისა, როდესაც ვერ ხვდები რა გაწყობს და რა არა, ესეც ნიშნავს იმას რომ ფსკერს ქვემოთ ხარ დაშვებული.

მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას რაღაც კოორდინაცია ჰქონდა „ოცნებასთან“, ივანიშვილთან და ასე შემდეგ. დღეს კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. უკვე ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, გახარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა.

ამავე თემაზე:

🔴 გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი ნდობა არ გაამართლა

🔴 „დღეს ბატონი მელია რასაც იმსახურებს პარლამენტის შტურმის გამო, იქნებოდა მისჯილი“ - გიორგი გახარია (ვიდეო)

🔴 „ბაკულას მონური სინდრომი ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში დევს“ - შალვა ნათელაშვილი