მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაზე სწორი იქნება, მესამე ძალა ჩამოყალიბდეს და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი“ - გიორგი ვაშაძე

ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად

„ყველაზე სწორი იქნება, მესამე ძალა ჩამოყალიბდეს და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი, ყველა პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინოს, რათა ხალხს მივცეთ არჩევანი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის მთავარი მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში 43% ვერ მიიღოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

„არ არის არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. არ არის არჩევანი მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის. არჩევანი არის აწმყოსა და მომავალს შორის. მე ამაზე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ და იმედი მაქვს, პირველი ეტაპის კონსოლიდაცია მოხდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ხოლო შემდგომი ეტაპის კონსოლიდაცია უკვე მოხდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე დაასახელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხატია დეკანოიძე: ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენს

👉 „კახა კალაძე როგორც შოუმენი ნიჭიერია, როგორც მერი - ნულის ფასი“ - ალეკო ელისაშვილი

👉 რომან გოცირიძე: ნუთუ კალაძეს კარგი პიარ სპეციალისტი არ ჰყავდა, რომ პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში დანიშნა, ეს „მთაწმინდიდან გამოქანებასთან“ ასოცირდება