პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი: განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია

ფინანსთა მინისტრი ლაშა
ხუციშვილი
1623863746
დაკოპირებულია

„განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია,“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიულოცა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაციის მოპოვება და წარმატებები უსურვა.

„ფინანსთა სამინისტროს თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. მოხარული ვარ, რომ სკოლის ბევრი კურსდამთავრებული ძალიან წარმატებით საქმიანობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. ეს არის განვითარებულ ქვეყნებს შორის საქართველოს მოხვედრის კარგი შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, FIBAA-ს ოფიციალური აკრედიტაციის მიღების შემდეგ, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა კიდევ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდება აბიტურიენტებში, ახალგაზრდებში, ვინც დაინტერესებულები არიან სწავლის გაგრძელებით.

წარმატებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას (ISET). ვფიქრობ, მათი ეს აღიარება სტიმული იქნება სხვა უნივერსიტეტებისთვისაც“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

1628002812

„ეს წარმოუდგენელი ამბავია. გახარიას პარტიას უხარია, რადგან მათთვის 9% ძალიან მაღალია და ეს გაყალბებული მონაცემების შედეგია“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1628002471

„თუ გიორგი გახარია საუბრობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე საუბარი არ სურს, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

1628001973

„კვლევების გაყალბება პირველ რიგში უზრუნველყოფს საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოება ამით აღარ ტყუვდება“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ IRI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

1628001763
საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ გა...

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„დიახ, ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედ...

„უნდა ვიხელმძღვანელოთ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია არამტრული რეჟიმი რუსეთთან“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბელორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ხე...

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ბელარუსიდან გაქცეულ ადამიანებს დახმარებას უწევდა, უკრაინის დედაქალაქ კიევში გარდაცვლილი იპოვეს. მისმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ მას უცნობი ადამიანი აედევნა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაო...

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნებს იყიდის, რადგან ხალხს უჭირს.