მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლეიბორისტული პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

„ლეიბორისტული პარტია“, როგორც ერთადერთი დაუმორჩილებელი, პრინციპული, უღალატო პარტია, დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიას როგორც მერობის, ისე მაჟორიტარების კანდიდატები ეყოლება.

„ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია, რომელიც არ დაემორჩილა ხელისუფლებას, არ „გააპრავა“ ივანიშვილის „ბუტკა“, პარლამენტად წოდებული, არ შევიდა იქ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავრჩით ერთადერთ პრინციპულ ძალად, ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას, გვეყოლება ჩვენი კანდიდატები. ვერ ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც სამწუხაროდ შევიდნენ პარლამენტში და არ აპირებენ იქიდან გამოსვლას.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, შემოვიკრიბოთ ისეთი ხალხი, რომელიც მართლა იდეურად ებრძვის ამ რეჟიმს, არის დაუმორჩილებელი, არის პრინციპული და სწორედ ამ იდეამ უნდა გაიმარჯვოს და დაგვამარცხებინოს ოლიგარქიული ბანდა.

გვეყოლება დამოუკიდებელი კანდიდატები, მერობისაც, მაჟორიტარებისაც, სიის თვალსაზრისითაც“, – აღნიშნა გიორგი გუგავამ.

ინფორმაციისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კანდიდატი?

👉 „ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, კენჭი იყაროთ თბილისის მერად, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ იყო 20 ივნისის ნეგატიური გმირი“ - მელია

👉 „გირჩი მეტი თავისუფლება“ ეცდება ჰყავდეს საკუთარი მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტებში“ - ზურაბ ჯაფარიძე