პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: ატენის ხეობასა და თეძამის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორია შეიქმნება

ჩვენი გეგმის ნაწილია
გავასამმაგოთ მოსავალი
იმისათვის, რომ სამჯერ მეტი
იყოს შემოსავალი თითოეული
თქვენგანის ოჯახში
1631634072
დაკოპირებულია

„ატენის ხეობაში, რომელიც თითოეული გორელისთვის არის ძალიან საამაყო, შეიქმნება დაცული ტერიტორიები, დაცული ტერიტორიები შეიქმნება თეძამის ტერიტორიაზეც, ასევე გვექნება თრიალეთის დამატებითი დაცული ტერიტორიები, რომელიც ალგეთის პარკთან გაერთიანდება და ეს იქნება ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი უნიკალური ბუნება, რომელიც ამ მხარის ისტორიულ ერთიანობას აღადგენს”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დაცული ტერიტორიების შექმნა არ ემსახურება მხოლოდ ბუნების დაცვას, ეს არის დამატებითი შესაძლებლობები, მათ შორის, ეკონომიკის განვითარებისთვის.

„დაცულ ტერიტორიებზე შევქმენით ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, გავიყვანეთ ბილიკები, გავაკეთეთ საინფორმაციო ცენტრები, მოვიზიდეთ ვიზიტორები და ეს ადგილები გახდა პოპულარული. იქ დაიწყო საოჯახო ტურისტული საქმიანობის განვითარება.

ატენის ხეობაშიც, რომელსაც ასეთი დიდი პოტენციალი აქვს უკვე დაწყებულია ღვინის ტურიზმი; არაერთი მარანი შეიქმნა. დავიწყეთ დაცული ადგილწარმოშობის წახალისება და მხარდაჭერა”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფოთისა და ხობის
მიტროპოლიტი გრიგოლი

„ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წი...

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსმენებსა და აღნიშნულ ჩანაწერებს სახელმწიფოებრიობის წინაშე დანაშაული უწოდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

1632048934

მმართველი გუნდიდან თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632047638

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

1632046182

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978
მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუას ოჯა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632033961
522 თბილისი, 226 იმერეთი - ეპიდვითარება...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 920 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა.

1632033526
43 გარდაცვალება, 1 501 ინფიცირება, 1 954...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი, ხოლო 1 954 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ავღანეთში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლ...

ავღანეთის აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.