მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი მარკ კლეიტონს შეხვდნენ

ელისაშვილი დაიოსელიანი

პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და წინა საარჩევნო გარემო წარმოადგენდა.

დიპლომატი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესით და საარჩევნო რეფორმების მიმდინარეობით დაინტერესდა.

„ელჩი დაინტერესდა როგორ მიდის წინასაარჩევნო კამპანია, არის თუ არა ზეწოლა და ხელის შეშლა სახელმწიფოს მხრიდან, კონკრეტულად ჩვენ პარტიასთან დაკავშირებით. ასევე, დაინტერესდა რამდენად კმაყოფილი ვართ საარჩევნო რეფორმების მიმდინარეობით და როგორ შეიძლება რეალურად აისახოს საარჩევნო ცვლილებები საარჩევნო დღეზე, რამდენად ოპტიმისტურად ან პესიმისტურად ვუყურებთ ამ არჩევნებს და იქნება თუ არა ბოლოს და ბოლოს ნორმალურად ჩატარებული არჩევნები“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მხარეებმა როგორც ეუთოს ასევე, ბრიტანეთის მხრიდან სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობაზე ისაუბრეს.„ელჩი დაგვპირდა, რომ როგორც საარჩევნო პროცესზე ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში იქნება ძალიან გულმოდგინე დაკვირვება იმისთვის, რომ სანდო არჩევნები ჩატარდეს“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.