მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ნიკოლეიშვილი: რუსთავის საპატიმროსთან გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები მიდიან იმისთვის, რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ, რატომაა სააკაშვილი დაპატიმრებული

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Pia.ge

„დღეს რუსთავის საპატიმროსთან გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები იკრიბებიან, რომ თავის პროტესტი და გულისწყრომა გამოხატონ იმ სააკაშვილის მიმართ, რომელმაც შვილები, ძმები, მეუღლეები დაუხოცა. მიდიან იმისთვის, რომ კანონის აღსრულებას ელიან, მიდიან იმისთვის, რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ (და შეარცხვინონ!) თუ რატომაა სააკაშვილი დაპატიმრებული“ - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დღეს, ყოფილი პოლიტპატიმრებისა და მსხვერპლთა ოჯახების წევრების ორგანიზებით, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ეს შეხსენება ზოგიერთ უფლებადამცველს ეკუთვნის, განსაკუთრებით ეკა ბესელიას:

„დღეს რუსთავის საპატიმროსთან გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები იკრიბებიან, იკრიბებიან, რომ თავის პროტესტი და გულისწყრომა გამოხატონ იმ სააკაშვილის მიმართ, რომელმაც შვილები, ძმები, მეუღლეები დაუხოცა. მიდიან იმისთვის, რომ კანონის აღსრულებას ელიან, მიდიან იმისთვის,რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ (და შეარცხვინონ!) თუ რატომაა სააკაშვილი დაპატიმრებული.

სხვათა შორის, ეს შეხსენება ზოგიერთ უფლებადამცველს (ადრე სანდრო გირგვლიანის დედას, ირინა ენუქიძეს გულშემატკივრობდით და დღეს სააკაშვილს!?) ეკუთვნის, განსაკუთრებით ეკა ბესელიას! თქვენ არ ედექით გვერდში ამ ხალხს, თქვენ არ ამბობდით, რომ პოლიტპატიმრები და ნაწამები ხალხი ჰყავს სააკაშვილს ციხეებშიო! და დღეს, ძალიან მიკვირს სააკაშვილს სხვა კონტექსტით რომ მოიხსენიებთ! ეს ხალხი აღარ არის რეჟიმის მსხვერპლი? რა ხდება, სააკაშვილი შეიცვალა თუ თქვენ?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.