მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლოიდ ოსტინი: რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს აშშ-ს

რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში  საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს აშშ-ს

რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს გულთბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, კვლავ დავუდასტურო საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკვე საქართველოშია.

ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

👉 აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს -ლოიდ ოსტინი

👉 აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

👉 აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა -გიორგი ხელაშვილი

👉 „ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში აშშ-ის ინტერესის მკაფიო სიგნალია“ - ბენ ჰოჯესი