მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაჭავარიანი: ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შევიდნენ პარლამენტში

საქართველოს მთავრობამ გადადგა დროული და სწორი ნაბიჯები კოვიდ-19-ის ნეგატიური გავლენების მაქსიმალურად შესამცირებლად

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, თუ პოლიტიკური პარტია პასუხისმგებლიანია, ის პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შევიდეს და განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

„დარწმუნებული ვარ, დიალოგის რესურსი არსებობს. არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე შეჯერდნენ, ვფიქრობ, მხოლოდ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, რადგან ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთავარი დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი წლის განმავლობაში განიხილავს. მისი აქტუალურობა დღეს ისეთი მაღალია, როგორც არასდროს, ამ პანდემიის და კრიზისის პირობებში.

2021 წლისთვის ბიუჯეტის სწორ განაწილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, პრაქტიკულად ადამიანის სიცოცხლიდან დაწყებული, ჯანდაცვის სფეროს ვგულისხმობ. ეს ბევრის არსებობას და ყოფას ეხება, მნიშვნელოვანია, მასტიმულირებელი ღონისძიებები იყოს დამტკიცებული.

არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის დამტკიცება და მისი ლეგიტიმაცია, როგორც ახლა.

პირველ რიგში ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევა გადის იმაზე, რომ უნდა შემოვიდნე ნპარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა, თანაც აქტიური“,- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი ინფორმაციით, მთავრობა 2021 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტით პარლამენტის წინაშე ნოემბრის ბოლოს წარსდგება.

📌ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔵 უგულავა: ხელისუფლება სიტყვა დიალოგს კეკლუცობის მიზნით იყენებს

🔵 საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება