მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტი იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად

ვიცე-პრემიერი პარლამენტში, 2020

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

მინისტრის თქმით, მთავრობის გეგმა ანაკლიის პორტის განვითარებაა.

"კონკრეტული გეგმა არის ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება. ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ბევრად უკეთაა ინვესტორებთან მუშაობაში სპეციალიზებული, მუშაობს ახალ პირობებზე. ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზადაა, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და კონსულტანტების მეშვეობით დაგვეხმაროს, რათა მომავალში გაიოლდეს ინვესტორის მოძიება. როგორც იცით, გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ დაასრულა საპროექტო სამუშოები და ახალი ინვესტორის გრაფიკის შესაბამისად დაიგეგმება იმ საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ანაკლიის პორტს ჩვენს მაგისტრალებს დააკავშირებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.