მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაიკ პომპეო საქართველოშია

მაიკ პომპეო საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოვიდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და კათოლიკოს-პატრიარქთან გამართავს.

სახელმწიფო მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი ამერიკაში, დავით ბაქრაძე და ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

პომპეო საქართველოს 18 ნოემბერს დატოვებს.

მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს შეხვდა, თუმცა ანკარაში არ გაემგზავრა. დაგეგმილ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რელიგიური თავისუფლება იყო.

tbilisis-aeroporti-pompeos-viziti-sakartveloshi_o_h.jpegmaik-pompeo_o_h.jpeg

🔴 რესპუბლიკური პარტიის წევრი, ამერიკელი პოლიტიკოსი და დიპლომატი მაიკ პომპეო 2018 წლის 26 აპრილიდან დღემდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანია

🔴 2017 წლის 23 იანვრიდან 2018 წლის 26 აპრილამდე იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი

🔴 2011-2017 წლებში წარმოადგენდა კანზასის შტატს წარმომადგენელთა პალატაში

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 გახარია მაიკ პომპეოს ვიზიტზე

👉 როგორ დახვდება ოპოზიცია საქართველოში მაიკ პომპეოს

👉 პრეზიდენტი საქართველოში მაიკ პომპეოს სამომავლო ვიზიტს გამოეხმაურა