მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიცია მდუმარე აქციას მართავს

აქცია მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე

გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად საპროტესტო მდუმარე აქციას მართავენ. 

აქცია ორ ლოკაციაზე, რუსთაველის გამზირსა და მშვიდობის ხიდზე იმართება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია შეეცდება დღეს მთავარი სათქმელი და პროტესტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნამდე მიიტანოს.

უდუმაშვილი ასევე აცხადებს, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში პომპეოს ვიზიტი.

„სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ქვეყანაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია მითუმეტეს ახლა ამ პერიოდში როდესაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან რთული ვითარებაა. ამიტომ ორმაგი დატვირთვა აქვს მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პომპეო შეხვდება სამოქალაქო საზოგადოებას და უშუალოდ მათგან მოისმენს ინფორმაციას, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდება 31 ოქტომბრის არჩევნებზე.

დღევანდელი ჩვენი აქციით ვცდილობთ, რომ დავანახოთ ჩვენი პროტესტი მაიკ პომპეოს და იმ საერთაშორისო მედიასაც, რომელიც დღეს თბილისში იმყოფება.

იქნება ძალიან შთამბეჭდავი აქცია, ოპერის თეატრიდან იწყება და გაგრძელდება ფილარმონიამდე. მასში მიიღებს მონაწილეობას ათასობით ადამიანი. ეს იქნება კოვიდუსაფრთხოების წესების სრული დაცვით. გზავნილები გვექნება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამერიკის სახელმწიფო მდივანი 17 ნოემბერს საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ეწვია. პომპეოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, უწყების წარმომადგენლები და საქართველოში ამერიკის ელჩი დახვდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 მაიკ პომპეო საქართველოშია

🔴 სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის კადრები (ვიდეო)