მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაინტერესებს ამ ბრძოლაში უნდა მქონდეს თუ არა ევროკავშირის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების იმედი“ - ზურაბ ჯაფარიძე

„ჩემი დახმარება იყო ტექნიკური და ამის უკან სხვა არაფერი არ მოიაზრება“

„ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე - რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკურ გეზს არც მეტი, არც ნაკლები“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას კორონავირუსის გამო ვერ ახერხებს.

„მოკლედ: პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრას ვერ ვესწრები შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა იყო PCR ტესტი
გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს რომ პასუხი დადებითია არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს, მაგრამ გასაგებია რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები.

რის თქმას ვაპირებდი შეხვედრაზე: მას შემდეგ რაც ევროკავშირის შეფასებით ოცნებამ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების მათივე შეფასებით ყველაზე პრინციპული მუხლი - მართლმსაჯულების ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება business as usual, იქნება ფუნდამენტურად არასწორი.
ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე - რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკურ გეზს არც მეტი, არც ნაკლები.

ამ გზავნილის გაგონება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სჯერა რომ „ოცნება“ პროდასავლური ძალაა.

ასევე, „ოცნებამ“ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს გადაგდებისთვის. სხვა შემთხვევაში „ოცნება“ კიდევ უფრო გათავხედდება. ასეთი ფასი შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები. დასასანქცირებელი ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით.

ნებისმიერი სხვა ნაბიჯი პრეზიდენტ მიშელის მხრიდან, მათ შორის მცდელობა ხელახლა დაჯდეს ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე რომ „ოცნებას“ წინა გადაგდებისთვის არ ჰქონდეს გადახდილი სათანადო ფასი, იქნება ფუნდამენტური შეცდომა, კიდევ უფრო გააველურებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას და ბევრად უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს ქვეყანას.

უბრალოდ მაინტერესებს ამ ბრძოლაში უნდა მქონდეს თუ არა ევროკავშირის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების იმედი,
არაფერი სხვა ამ შეხვედრიდან მე არ მაინტერესებდა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, შარლ მიშელი საქართველოში პრეზიდენტის მოწვევით გუშინ ჩამოვიდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში მესამე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ის დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიებას შარლ მიშელთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

იხილეთ აგრეთვე:

🔴შარლ მიშელი საქართველოში მესამედ ჩამოვიდა

🔴ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ვოლოდიმირ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი დაესწრებიან

🔴საქართველოს პრეზიდენტი შარლ მიშელს შეხვდა