მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მამა ღმერთი არ ჩამოვა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად - როგორ არავინ არ მოგწონთ?“ - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)

ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ახლა არის გადამწყვეტი პერიოდი და საზოგადოებამ უნდა აირჩიოს რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ მხარეს დაუჭიროს მხარი.

მისი თქმით, აღნიშნულ მოსმენების პერიოდში რიგითი მოქალაქეები არიან დათრგუნულები და ისინი ფიქრობენ რომ მათ პატრონი არ ჰყავთ, თუმცა არგუმენტი, რომ რომელიმე პარტია არ მოსწონთ, მისაღები არ არის.

„ვერ მივიღებ იმ არგუმენტს, რომ ხალხს არ მოსწონს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ეს ახლა არის მეასე ხარისხოვანი. ჯერ ერთი, არავინ როგორ არ მოგწონს? ყველა პოლიტიკური პარტია არის საქართველოს წიაღიდან წამოსული და ზოგი კარგია, ზოგი ცუდი, მაგრამ კარგიც და ცუდიც, რაც ჩვენ გვაქვს, გვახასიათებს და როგორ არავინ არ მოგწონთ? მამა ღმერთი არ ჩამოვა საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მაპატიოს ღმერთმა.

ახლა არ წყდება ის, თუ ვინ მოდის ხელისუფლებაში ამ წუთში, ახლა წყდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების საკითხი. ახლა უმრავლესობა თუ არ მოვიკვეთეთ როგორც სიმსივნე, ქვეყანა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში. არ ვიცი, ამაზე უარესი რა შეიძლება დაგვემართოს, მაგრამ როგორც ჩანს, შეიძლება უარესიც იყოს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

📣მინდა მივმართო იმ კუნთმაგარ ბიჭებს, კუნთებზე რომ იყურებოდნენ და ეს ჰგონიათ კაცობა: ახლა სადა ხართ? - ნინო ბურჯანაძე