მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მინდა, ჩვენს ქვეყანას მივულოცო

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

„დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა ხელისუფლებამ შეძლო ის, რაც წინა ხელისუფლების პირობებში ვერ კეთდებოდა - შეიცვალა საარჩევნო სისტემა.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო სამი ათეული წელია ვერ მოხერხდა, ვერ ხერხდებოდა საქართველოში პროპორციულ ან პროპორციულთან მიახლოებულ სისტემაზე გადასვლა. ჩვენ ეს მოვახერხეთ! ასევე საზოგადოებამ კარგად იცის, რომ 2024 წელს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო წელს, რამდენიმე თვეში, დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, სისტემის პროპორციულობა გაიზარდა და იგი 120/30 მოდელით არის წარმოდგენილი. ეს იყო შეთანხმების ნაწილი, ჩვენი პირობაც ეს იყო და ეს პირობა შესრულდა. დღეს ყველამ ერთად, არა მხოლოდ პარლამენტმა და პარლამენტარებმა, არამედ ქართულმა საზოგადოებამ შეძლო, რომ 2020 წლის არჩევნები უფრო მეტად პროპორციული სისტემით ჩატარდეს და ამის შემდეგ, საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. ეს არის დემოკრატიის მიღწევა, მისი ხარისხის ამაღლება და თუ თანხმდება საზოგადოება და კონსოლიდირებულია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ პროპორციული სისტემა მეტ დემოკრატიას უზრუნველყოფს, შესაბამისად, ამით მეტი დემოკრატია უზრუნველყოფილია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.