პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გახარიაზე - შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა, ან შეგნებულად ითამაშა ნაციონალური მოძრაობის თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს

ვერ წარმომიდგენია, თუ
თქვენ რამეში არ გჭირდებათ,
დისკრიმინაციის ასეთი
განმარტება გააკეთოთ
იურისტმა
1622976585
დაკოპირებულია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას შეეშინდა და ან შეგნებულად ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში, ეს კი გახდა საკუთარი გუნდის მიტოვების მიზეზი. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს გახარია იბრძვის იმისთვის, რომ საკუთარი გუნდის რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს საკრებულოში ან „ქართული ოცნება“ ჩამოაცილოს 43 პროცენტიან მაჩვენებელს.

„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია:

1„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, მისი(ვე) განცხადებით, გადადგა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავება ვერ გადაავადა.
2. უკიდურესად დაძაბული და კრიტიკული ვითარების დროს, ეს არ შედიოდა არც სახელმწიფოს, არც „ქართული ოცნების“ ინტერესებში და კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას.
3. მისი გადადგომა აწყობდა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას. მათი რეაქციებიც ამასვე მოწმობდა.
4. თავისი ქმედებით მან საკუთარი გუნდი უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენა.
5. მისგან დღემდე არ მოგვისმენია რეალური, რაციონალური, დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხის არგუმენტიც კი, - რას შეცვლიდა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება.

მხოლოდ ორი ვარიანტია:
ეს ყველაფერი ვერ გააანალიზა, შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა ან შეგნებულად ითამაშა ნაციონალური მოძრაობის თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს. პირადად ჩემთვის (არსებული უტყუარი და ლოგიკური ინფორმაციების გარეშეც კი) პასუხი მარტივია…

რაც შეეხება მომავალს - გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე: რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში ან „ქართული ოცნება“ ჩამოაცილოს 43 პროცენტიან მაჩვენებელს, - ანუ აქაც ნაციონალური მოძრაობის თამაში ითამაშოს.

პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია: წარმოუდგენელია ნაციონალებისთვის გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს.“ - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

„ფაქტობრივად დიდი სივრცე
დამხვდა, რომელსაც არც
კედელი ჰქონდა და არც
არაფერი“

„ფაქტობრივად, დიდი სივრცე დამხვდა, რომელ...

რამაზ დავლაძე, რომელსაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, აცხადებს, რომ მან პირველ სართულზე მიმდებარე სამუშაობი პირველ ოქტომბერს მოინახულა და მუშები გააფრთხილა, მზიდი კედლებისთვის ხელი არ მოეკიდათ.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

1634390346

საქართველოს მსჯავრდადებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდადებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

1634389968

აზერბაიჯანში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გაძვირდა. ამის შესახებ report.az იუწყება.

1634387462

პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და ამავდროულად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მომდევნო კვირას საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“ წერს.

1634386499
სახელმწიფოს მხარდაჭერით
შექმნილი საწარმო „NUTSGE”
თხილის ექსპორტს
რამდენიმე ქვეყანაში
ახორციელებს

სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმო „NUT...

კომპანიამ „NUTSGE“ თხილის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600,000 ლარზე მეტი კი, შეღავათიანი აგროკრედიტი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1634380049
ქვეყანას მძიმე ზამთარი და მეხუთე ტალღა ე...

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და ექიმი ანი ქავთარაძე სატელევიზიო ეთერში, მეხუთე ტალღის დასაწყისზე და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ.

5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისა...

გერმანულმა კომპანია ფაიზერმა ევროპის წამლების სააგენტოს 5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს არაფერი მ...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.