მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება

ვერ წარმომიდგენია, თუ თქვენ რამეში არ გჭირდებათ, დისკრიმინაციის ასეთი განმარტება გააკეთოთ იურისტმა

„ამ ადამიანს, რომელიც გუშინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება:

„ეს ადამიანი გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც ეკუთვნოდა იმ დროს ლეგიტიმურად სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დაკავება. რას ცვლიდა ის ორი სამი დღე, ჯერ რაციონალური არგუმენტი ამაზე არ მოგვისმენია. ვინ აფინანსებს ამ მოძრაობას? დღესაც მათ წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს, ვის წისქვილზეც ნებსით თუ უნებლიეთ დაასხა წყალი ამ ადამიანის მოქმედებამ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.