მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები პიარული ტყუილების ნოუ-ჰაუ იყო

ქართული ოცნების წევრი, 2020, კორონავირუსი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ქართული ოცნების ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მისივე თქმით, ერთადერთი ვისაც, ამ პროექტის მიღება არ სურდა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.

მდინარაძემ ენმ-ს წევრების განცხადებას პიარული სითავხედე და საზოგადოების მოტყუება უწოდა.

„როგორც ხედავთ პირველივე მოსმენით, გარანტირებულად მივიღთ საკონსტუტიციო ცვლილებები. ჯერ კიდევ მთავრი ოპოზიციური ძალის „ნაციონალური მოძრაობის“ საოცარი განცხადებები კი პიარული ტყუილი იყო. ისინი აცხადებდნენ რომ მხარ უჭერენ პროექტს, მაგრამ ხმას არ აძლევდნენ მას, ტყუილის ასეთი ხარისხი არის პირაული თავხედობა და მათ მხრიდან უტიფრობა გრძელდება. ეს არის „ნაციონალების“ ახალი პიარული ნოუ-ჰაუ. ისნი მიხვდნენ და დრწმუნდნე რომ ვერც ერთ შემთხვევაში ახლოსაც კი ვერ მიდიან, იმ შედეგებამდე, რასც აანონსებენ. შესაამისად მათი ერთადერთი გზა არის დესტაბილიზაცია. რადგან დემოკრატიული არჩევნებით მათ შანსი არ აქვთ და ამიტომ არ უნდოდათ ამ პროექტის გასვლა!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

პროექტში გათვალისწინებულია 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც გულისხმობს - პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა.

თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას - შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, წინა წელს სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო.